GD Banner
Uncategorized

ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ოფისის განცხადებაზე: ერთ ბიზნესმენს 1128 ევრო? ათასი ევროთი თუ ბიზნესი იქმნება ან ვითარდება, გვასწავლეთ. უკეთესი იქნება გვითხრან რაში დაიხარჯა ომის დროს მოცემული გრანტი და სესხი

„ათასი ევროთი თუ ბიზნესი იქმნება ან ვითარდება, გვასწავლეთ. ამ დაყვედრებამ დაგვღალა,“- ასე ეხმაურება ამირან სალუქვაძე ევროკავშირის ოფისის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ ევროკავშირმა მცირე და საშუალო საწარმოების მხარდასაჭერად 44 მლნ. ევროს ინვესტიცია გაიღო, რომლითაც 39 ათასმა ბიზნესმენმა ისარგებლა.

„ერთ ბიზნესმენს 1128 (ათას ას ოცდარვა) ევრო მისცეს? მერე?

მაგრად მაინტერესებს 1128 ევროთი რა შექმნეს ბიზნესმენებმა?

ათასი ევროთი თუ ბიზნესი იქმნება ან ვითარდება, გვასწავლეთ.

ჯერ ამ დაყვედრებებმა დაგვღალა, მერე ამ გროშების დაყვედრებამ.

44 მლნ ევროთი დავეხმარეთ 39 ათას ბიზნესმენსო. ერთ ბიზნესმენზე 1128 ევრო გამოდის.

ამ დღეებში ფინანსთა სამინისტროზე დაყრდნობით ნაცების ენჯეომ გამოაქვეყნა, რომ 32 წლის მანძილზე ამერიკის დახმარებამ შეადგინა 1,2 მლრდ დოლარი. წლებია ამბობენ 6 მილიარდს. მგონის სესხებსაც დახმარებაში თვლიან.

მოლდოვას ევროკავშირმა 4 წლის მანძილზე 1,8 მლრდ ევრო გამოუყო და წერენ დახმარებააო. აქედან 1,5 მლრდ სესხია, 300 მლნ გრანტი. ანუ ერთ წელში 100 მლნ გრანტი, 500 მლნ სესხი. ასეთი პროპორცია აქვთ. ლარს გრანტს გაძლევენ, 5-10 ლარს სესხად.

2024 წელს ამერიკის ფინანსური მხარდაჭერის ბენეფიციარი 10 ტოპ ქვეყანა:

უკრაინა 24 მლრდ$,

ისრაელი 11,3 მლრდ$,

ეთიოპია 1,95 მლრდ$,

იორდანია 1,6 მლრდ$,

ეგვიპტე 1,4 მლრდ$,

ავღანეთი 1,1 მლრდ$,

სომალი 1,1 მლრდ$,

იემენი 1 მლრდ$,

კონგო 0,98 მლრდ$,

სირია 0,89 მლრდ$.

უკრაინა და ისრაელი გასაგებია. დანარჩენ ქვეყნებს გადახედეთ. ესაა პრიორიტეტები. იგივეა წინა წლებშიც.

ამიტომ, წინასაარჩევნოდ, ამ უაზრო და დამაცირებელი ინფორმაციების გამოგდება, სირცხვილია.

უკეთესი იქნება გვითხრან რაში დაიხარჯა ომის დროს მოცემული გრანტი და სესხი? საუბარი 5 მილიარდზეა. 2009 წელს სახელმწიფო ბიუჯეტი 5 მლრდ ლარიც არ იყო და 5 მლრდ დოლარი სად აისახა, კითხვები წლებია ისმება.“,-წერს ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,541 ნახვა