GD Banner
სპორტი

“ჩვენისთანა ვარსკვლავები საქართველოს ნაკრებში სულ ორი თუ მოიძებნება” – უკრაინელი მწვრთნელი

უკრაინელმა მწვრთნელმა და საფეხბურთო ექსპერტმა, ოლეგ ფედორჩუკმა საკუთარ ქვეყანასა და საქართველოს ნაკრებს შორის ჩანიშნულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

როგორც ფედორჩუკი ამბობს, საჭირო არაა მედიამ აქცენტი უკრაინელთა დანაკლისზე გააკეთოს, რადგან საქართველოს სულაც არ ჰყავს ისეთი ძლიერი შემადგენლობა, რომ უკრაინამ სანიოლის გუნდის დამარცხება დანაკლისითაც ვერ შეძლოს.

“არ მომწონს, რომ ყურადღება იმ ფეხბურთელებზე მახვილდება, რომლებიც რებროვს არ ეყოლება. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა გვყავს და ჩვენისთანა ვარსკვლავები საქართველოს ნაკრებში სულ ორი თუ მოიძებნება – ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი. ასეთი ჩვენ 5 ან 6 კაცი გვყავს. საკუთარი კოზირები კარგად უნდა გამოვიყენოთ. უკრაინამ ბოლო პერიოდში ბევრ მეტოქესთან “გაისროლა” და ეს უნდა გვახსოვდეს,”– თქვა ფედორჩუკმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა საქართველოს დღეს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში უმასპინძლებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,692 ნახვა