GD Banner
პოლიტიკა

რატომ გაჩერდა ევროკომისიის მიერ ინიცირებული უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტის მიღების პროცესი – კარგავდა თუ არა ამით ევროსტრუქტურა საქართველოს კრიტიკის ბერკეტს? რა წერია სკანდალურ ანგარიშში

ევროკომისიის მიერ წარდგენილი „დემოკრატიის დაცვის პაკეტი“, რომელიც უცხოური გავლენების შესახებ კანონპროექტს მოიცავს და რომლის მიზანი უცხოური გავლენის საფრთხესთან გამკლავებაა ევროსტრუქტურაში ფაქტობრივად გაჩერებულია. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს ორგანიზაცია „ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის“ მიერ მომზადებული ანგარიში – „დემოკრატიის დაცვის დირექტივა და მის ირგვლივ არსებული აზრთა სხვადასხვაობის დეტალური მიმოხილვა“.

EPD-ის მიერ მომზადებულ ანგარიშში ვკითხულობთ: „წარსულში, ევროკავშირი კრიტიკულად იყო განწყობილი სხვა ქვეყნებში მიღებული „უცხოური აგენტების“ კანონის მიმართ, მაგალითად, საქართველოში და სერბეთის რესპუბლიკაში. ამ დირექტივის მიღება ნიშნავს, რომ ევროკავშირი დაკარგავს ლეგიტიმური კრიტიკის უნარს დისკრიმინაციული კანონების მიმართ მთელ მსოფლიოში“.

იმისათვის, რომ ევროსტრუქტურების სხვადასხვა წარმომადგენლებს არ დაეკარგათ საქართველოს კრიტიკის ბერკეტი, მათ ფაქტობრივად უარი თქვეს ისეთ მნიშვნელოვან კანონზე, რომლის მიზანიც უცხოური გავლენის საფრთხესთან გამკლავებაა. გასულ წელს ევროკომისია თავისსავე გავრცელებულ პრესრელიზში წერდა – „დადგა ფარული უცხოური გავლენის გამოაშკარავების დრო“, თუმცა უცხოური დაფინანსების მქონე სუბიექტების გამჭვირვალობის გასაძლიერებლად შემუშავებული კანონი შეიძლება ითქვას, რომ თაროზე შემოდეს.

აღსანიშნავია, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ქართული კანონი ევროკომისიის ინიციატივაზე გაცილებით რბილ მიდგომებს ითვალისწინებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა