GD Banner
პოლიტიკა

მასკმა უპილოტო რობოტაქსი, ავტობუსი და ადამიანის მსგავსი რობოტები წარმოადგინა

Tesla-მ წარმოადგინა ახალი ავტომობილი, რომელსაც შეუძლია ადამიანის გარეშე სიარული. ასეთი რობოტაქსის ფასი 30 000 დოლარი იქნება და გაყიდვაში 2027 წლიდან გამოვა. ინფორმაციას პრეზენტაციის შესახებ The New York Times ავრცელებს.

მასკის ჩანაფიქრით, ადამიანები შეძლებენ შეიძინონ რობოტაქსები თავიანთი პირადი მოხმარებისთვის და მგზავრთა გადაყვანაშიც მიიღონ ფულადი სარგებელი. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ავტომობილი Tesla-ს საბაზრო ღირებულებას გაზრდის ტრილიონობით დოლარით. რობოტაქსებთან ერთად კომპანიამ წარმოადგინა 20 ადგილიანი უპილოტო ავტობუსი „რობოვენი“.

პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ადამიანის მსგავსი რობოტი Optimus. ეს რობოტი შეძლებს ბავშვებთან თამაშს და საბარგულიდან მძიმე ჩანთების გადმოტანას. ასევე, სასმელებით გამასპინძლებას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,810 ნახვა