GD Banner
პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი: კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომლის მოქმედების მთავარი მახასიათებელი საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირების გაღვივებაა, ნებისმიერ, მათ შორის, მეორე ფრონტის გახსნის ფასად ცდილობს ხელისუფლებაში დაბრუნდეს

ხომ კარგად გახსოვთ რა იდგა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და მათი ბელადის მიერ თავსმოხვეული, ბათუმის აღმშენებლობის ცრუ პროპაგანდის უკან?!  რეალურად, ამ ულამაზესი ქალაქის და ბათუმელების კეთილდღეობის ხარჯზე, ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ვიწრო ჯგუფი მდიდრდებოდა,  –  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ბათუმში საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

ივანიშვილის თქმით, 12 წლის წინ გაცემული დაპირება, რომ ბათუმს და მთლიანად აჭარის რეგიონს ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ ცენტრად და გამორჩეულ საკურორტო კუთხედ აქცევდა, ასრულდა და მოსახლეობა ამას საკუთრი თვალითაც ხედავს. 

როგორც მან აღნიშნა, ნათლად ჩანს, რამხელა სხვაობაა ტერორითა და დაშინებით დაძაბუნებულ ძველ და  დღევანდელ, სიცოცხლით სავსე ბათუმსა და აჭარას შორის, ამ პროგრესის მიუხედავად კი, „ნაციონალური მოძრაობა“ ყველაფრის, მათ შორის, მეორე ფრონტის გახსნის ფასადაც კი, მზად არის ხელისუფლებაში დაბრუნდეს. 

„12 წლის წინ დაგპირდით, რომ ბათუმს და  მთლიან აჭარას, ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს პოლიტიკურ ცენტრად, საქართველოს გამორჩეულ საკურორტო, ზღვისპირა კუთხედ და ქალაქად ვაქცევდით – ასეც მოხდა და ამ ყველაფერს თქვენ საკუთარი თვალით კარგად ხედავთ.

უკვე წლებია, აჭარაში ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან. ამასთანავე, აჭარლებს მივეცით შესაძლებლობა, ჰქონდეთ მცირე და საშუალო ბიზნესი, აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, უმასპინძლონ სტუმრებს და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდონ. შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს, რამხელა სხვაობაა ტერორითა და დაშინებით დაძაბუნებულ ძველ და  დღევანდელ, სიცოცხლით სავსე ბათუმსა და აჭარას შორის.

ამ უდიდესი პროგრესის მიუხედავად, რომელიც არა მხოლოდ აჭარაში, არამედ მთელ საქართველოში იგრძნობა, კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის მოქმედების მთავარი მახასიათებელი უწინაც და ახლაც  საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირების გაღვივებაა, ნებისმიერ, მათ შორის საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ფასად ცდილობს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. 

მათი უცხოელი პატრონების დახმარებით, ისინი მზად არიან 2008 წლის ღალატის მსგავსად, ქვეყანა ომში ჩაითრიონ და კიდევ ერთხელ დაატრიალონ ტრაგედია, რაც ადამიანების სიცოცხლის, დამატებით, დაკარგული ტერიტორიების ფასად დაგვიჯდა.“ – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,810 ნახვა