GD Banner
პოლიტიკა

რობინ დანიგანი: „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს, ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, ამას ქართველი ხალხი წყვეტს

აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა, რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს მთავრობასთან ღია და კონსტრუქციული კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს სურს, ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ მთავრობასთან მუშაობა. 

ელჩის განცხადებით, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შესაძლოა ეს განმეორდეს 26 ოქტომბრის არჩევნებშიც, ვინაიდან, ვინ გაიმარჯვებს, წყვეტს ქართველი ხალხი. 

„ღია კომუნიკაციების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, ამას ქართველი ხალხი წყვეტს. იმისათვის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან, გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან. სამწუხაროდ, მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომელიც გაჯერებული იყო აშშ-ის და დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციით.“ – აღნიშნა რობინ დანიგანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,964 ნახვა