GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – ევროპარლამენტი ითხოვს, დასანქცირდეს მშვიდობის გარანტი, გათავისუფლდეს ომის გარანტი, გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი, დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა, დავუწესოთ სანქციები რუსეთს. ჩვენი პასუხი ასეთია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!

C

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ევროპარლამენტში დაგეგმილი რეზოლუციის კენჭისყრას სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ამ რეზოლუციით, საქართველოსგან ითხოვენ ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას, ისევე როგორც მსჯავრდებული და ომის გარანტი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

მდინარაძის თქმით, რეზოლუციის მოთხოვნებზე, რომელიც ზემოხსენებულის გარდა, მოიცავს “გამჭვირვალობის კანონის” გაუქმებას, ლგბტ პროპაგანდის დაშვებას და რუსეთისთვის სანქციების დაწესებას, მმართველი გუნდის პასუხია, რომ საქართველო მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით გააგრძელებს ევროპისკენ სვლას.

“ევროპარლამენტი დღეს კენჭს უყრის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოსგან ითხოვს: 1. დასანქცირდეს ქველმოქმედი და მშვიდობის გარანტი! 2. გათავისუფლდეს მკვლელი და ომის გარანტი! 3. გაუქმდეს გამჭვირვალობის კანონი! 4. დავუშვათ ლგბტ პროპაგანდა სკოლებსა და მედიასაშუალებებში! 5. დავუწესოთ სანქციები რუსეთს, რომელიც მხოლოდ საქართველოს ეკონომიკას ჩამოაქცევს! მგონი ყველაფერი გასაგებია! ასე მაგრად და პუნქტობრივად ჩვენი სლოგანის საჭიროება არავის დაუმტკიცებია! ჩვენი პასუხი ასეთია: მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით, ევროპისკენ!” – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,964 ნახვა