GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებაზე: მოწოდება , რომელიც თქვენ ნახეთ არის რეალურად მოწოდება ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ანუ ისინი მოგვიწოდებენ, რომ ჩვენ მივიღოთ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება

ჩვენმა ხალხმა ძალიან კარგად იცის, ჩვენ რომ დაგვეწესებინა 2 წლის წინ აჟიოტაჟი ატეხეს, მე გამოვედი ჩვენი გუნდის სახელით და ვთქვი, რომ ჩვენ არ მივუერთდებოდით ასეთი ტიპის სანქციებს და რატომ – ჩვენ ეს კარგად გვქონდა თავიდანვე გააზრებული, რომ სანქციების დაწესება რეალურად სანქციების დაწესებას ნიშნავდა ჩვენს თავზე, ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენს ხალხზე,- განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა, რეზოლუციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომლითაც ითხოვენ საქართველოსგან რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესებას.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს რომ რუსეთისთვის სანქციები დაეწესებინა ქვეყნის ეკონომიკა არა თუ 10 %-ით გაიზრდებოდა, არამედ 10 %-იანი ვარდნა ექნებოდა.

„ამიტომ ეს რეალური საფრთხეები ჩვენ, რომ თავიდანვე დავინახეთ და გავთვალეთ, ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენ არ მივუერთდებოდით ამ სანქციებს. ამას გარდა, თქვენ კარგად იცით, რომ ამის მიუხედავად არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ჩვენ სანქციების გვერდის ავლაში ვინმეს დავეხმარეთ, ყველაფერი იყო აბსოლუტურად გამჭვირვალედ, ძალიან მაღალპროფესიონალური საქმე გაკეთდა ჩვენი სახელმწიფო უწყებების მხრიდან და ეს მოწოდება , რომელიც თქვენ ნახეთ არის რეალურად მოწოდება ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, ანუ ისინი მოგვიწოდებენ რომ ჩვენ მივიღოთ ქართველი ხალხის და ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. ამას არასოდეს არ გავაკეთებთ, მიუხედავად ამ უაზრო რეზოლუციებისა და მსგავსი ტიპის ჩარევებისა,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,964 ნახვა