GD Banner
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: აშშ-ის ელჩმა ორ რამეზე გააკეთა ხაზგასმა, მოქმედი მთავრობის ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ოპოზიცია დღემდე ეჭვქვეშ აყენებს და საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ კომპეტენციაზე – მისი ფერისცვალება მოულოდნელი, მაგრამ პროგნოზირებადი იყო

ექსპერტი დავით ჩიხელიძე, აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის ინტერვიუს ეხმიანება, სადაც მან სხვა საკითხებთან ერთად, ისაუბრა საქართველოს მთავრობასთან კომუნიკაციის აუცილებლობაზე, აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებაა და მოიწონა ცესკოს მუშაობა.

ჩიხელიძის თქმით, ელჩის ეს ფერისცვალება პროგნოზირებადი იყო და 26 ოქტომბრის გათვალისწინებით, მისი განცხადებები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს.

“აშშ-ს ელჩის ფერისცვალება მოულოდნელი, მაგრამ პროგნოზირებადი იყო, რადგან შეუძლებელია დიდხანს უგულებელყო ის პროგრესის, რაც ბოლო წლებში ჩვენ ქვეყანას აქვს. ელჩმა ორ რამეზე გააკეთა ხაზგასმა, მოქმედი მთავრობის ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ოპოზიცია დღემდე ეჭვქვეშ აყენებს და საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალ კომპეტენციაზე. 26 ოქტომბრის გათვალისწინებით,ელჩის განცხადება უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, ელჩმა დაადასტურა ცესკოს მაღალი კომპეტენცია, რაც არჩევნების მაღალ დონეზე ჩატარების წინაპირობაა, ელჩმა ასევე აღნიშნა ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლების როლი და მათი მოწვევის პოზიტიურ მნიშვნელობაზე ისაუბრა. იმედს ვიტოვებ არჩევნების მოახლოების პარალელურად, საერთაშორისო ზეწოლა შემსუბუქდება, რაც საქართველოს თავისუფალი, სამართლიანი და საერთაშორისო ზეწოლისგან თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს.” – წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,977 ნახვა