ანალიტიკოსი გია აბაშიძე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომელმაც არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის გასაჩივრებული ნორმები საბოლოო გადაწყვეტილებამდე შეჩერდეს.
„ე.წ. მიტაცებულმა, ე.წ. რუსულმა სასამართლომ მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება – საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეაჩერა. აწი კომიკურ ე.წ. პრეზიდენტსა და მის საბრალო დანიშნულ ადეპტებს “მთავრობანას” სრული კარტ-ბლანში აქვთ 16 დეკემბრამდე. ურთიერთობაში, როცა სხვადასხვა ადამიანებს ველაპარაკები, მარტივი ტესტი მაქვს – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობა” თუ “უცხო აგენტებზე” ე.წ. კანონი? “ოჯახური ღირებულების დაცვა” თუ ე.წ. “ანტი-ლგბტ” კანონი? ჩემზე ლიბერალს, ფსევდოებს ანუ ბევრ ნაცგოიმს შევეჯიბრები ჭეშმარიტ ლიბერალობაში, მაგრამ ვერასდროს ავიტან უმცირესობის დიქტატს უმრავლესობაზე.“-წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.