GD Banner
Uncategorized

კარგი მთავრობის ინდექსით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 40 საუკეთესოს შორისაა

ევროკომისია კარგი მთავრობის ინდექსს (2024) აქვეყნებს, რომელიც მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელმა, ჩენდლერის ინსტიტუტმა მოამზადა.   საქართველომ შეფასების 100 -პროცენტიანი სისტემით 58,8%  მიიღო, რაც მისი ახალი ისტორიული მაქსიმუმიასაქართველო გლობალურ რეიტინგში მე-40 ადგილზე გავიდა, გაასწრო ევროკავშირის და ნატოს წევრ 9 ქვეყანას და ევროკავშირის კანდიდატ ყველა სახელმწიფოს: საბერძნეთს, უნგრეთს, ხორვატიას, ბულგარეთს, რუმინეთს, თურქეთს, ალბანეთს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიას, უკრაინას, მოლდოვას და ა.საქართველო პირველ ადგილზეა კავკასიასა და შავიზღვისპირეთში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიისპირეთს ჩამორჩება.  

კარგი მთავრობის ინდექსი მთავრობებს აფასებს  35 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება 7 ფაქტორში:  ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, ძლიერი კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, ფინანსური მეურვეობა, მიმზიდველი ბაზარი, გლობალური გავლენა და რეპუტაცია, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება. 

საქართველომ და მისმა მთავრობამ განსაკუთრებულად მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ  ინდიკატორებში:

კეთილსინდისიერი ლიდერობა _ 32-ე ადგილი

შორსმჭვრეტელობა _ 21-ე ადგილი

ადაპტაციის უნარი_ 17-ე ადგილი

კოორდინაცია _ 23-ე ადგილი

გამჭვირვალობა _მე-14 ადგილი

სასამართლო სისტემის ხარისხი _ 25-ე ადგილი

ბიუროკრატიის ხარისხი _ 24-ე ადგილი

სტაბილური ბიზნესრეგულაციები _22-ე ადგილი

ინვესტიციების მოზიდვა _ მე-5 ადგილი

ანგარიში ეყრდნობა გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.  

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,112 ნახვა