GD Banner
პოლიტიკა

გიორგი ზერეკიძე მის ისტორიაზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს აანონსებს – პრეზიდენტი 14 წლის ბავშვის წინააღმდეგ გავეშებული გამოდიოდა და კრიმინალს მეძახდა. თუმცა დღეს მე სად ვარ და თვითონ მიშა სად

მეგობრებო ბევრი თქვენგანი პირადად მიცნობთ და მეტნაკლებად იცით ჩემი ისტორია, როგორც უკვე გითხარით, ჩემი მეგობრების დახმარებით, რისთვისაც მათ უდიდესი მადლობა, გავაკეთეთ დოკუმენტური ფილმი ჩემს ისტორიაზე, რომელიც გავა, 11 ოქტომბერს, 18:00 საათზე კინოს სახლში, რუსთაველზე, დასწრება თავისუფალია,- ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღევანდელმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რისი გავლა უწევდათ სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის პირობებში მათ თანატოლებს.

„ამას იმიტომ დავთანხმდი, რომ მე ასევე ვლაპარაკობ იმ ათასობით ნაწამები და შეურაცხყოფილი პატიმრის სახელით, ვინც რეჟიმის დროს უსამართლოდ იჩაგრებოდა ციხის ჯურღმულებში, ეს უნდა იცოდნენ ახალგაზრდებმა რისი გავლა გვიწევდა ბავშობის ასაკიდან სისხლიანი რეჟიმის პირობებში, თუმცა ეს არ იყო მარტივი, როდესაც მზის სინათლე უნდა იხილოს ფილმა, აქ დაიწყო ჩემი ნერვიულობა თუ დაიწყო…

ცოტა მეუხერხულება ჩემს პირად ტრაგედიაზე გესაუბრით და ვიცი ემოციურად ეს თქვენთვის არ იქნება მარტივი, რაზეც ძალიან დიდ ბოდიშს მოგახსენებთ, მეც ბევრჯერ ვეცადე დამევიწყებინა, არა იმიტომ, რომ რამის მრცხვენია წარსულში, არა, უბრალოდ წარსულია, გავლილია და ამიტომ,. მაგრამ ვერაფრით ვერ დავივიწყებ წარსულიდან გამომდინარე მოყენებულ ტკივილს, რადგან ეს ოჯახის წევრის, მამის დაკარგვას უკავშირდება..

ეს ფილმიც არ არის ჩემთვის ფილმი, ეს არის ჩემი ნამდვილი ამბავი, სადაც ყველა სიტყვა და წინადადება არის სიმართლე და ზუსტად ასახავს იმ უსამართლობას, რაც წარსულში ნაციონალური მოძრაობის “დამსახურებით” ქვეყანაში იყო გამეფებული და სადაც პრეზიდენტი, 14 წლის ბავშვის წინააღმდეგ გავეშებული გამოდიოდა და კრიმინალს მეძახდა. თუმცა დღეს მე სად ვარ და თვითონ მიშა სად, ყველაფერს ცემს პასუხს! და კიდევ მეტ პასუხს ნაცები მიიღებენ როცა ამ ფილმს ნახავენ!

თქვენ კი, ჩემო მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მე ყოველთვის ვგრძნობ თქვენს გვერდში დგომას ჭირში თუ ლხინში და მინდა იცოდეთ, მეც ყოველთვის მზად ვარ ვიყო თქვენს გვერდში როცა ამის საჭიროება იქნება! მიყვარხართ“,- წერს გიორგი ზერეკიძე.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,938 ნახვა