GD Banner
პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: მე არ მივდივარ და ვის მოელანდა, რომ ჩვენ რუსეთში მივდივართ, ლომჯარიას, მაკკეინის ინსტიტუტს? რუსეთში კი არა, სახელმწიფოებრიობის დაკარგვისკენ მივდივართ სწორედ ამ სუბიექტების მხრიდან

ჩემი ქვეყანა მიდის რუსეთისკენ? მე არ მივდივარ და ვის მოელანდა, რომ ჩვენ რუსეთში მივდივართ, ლომჯარიას, მაკკეინის ინსტიტუტს?,-ასე ეხმაურება პოლიტიკოსი ხათუნა ხოფერია ოპოზიციის ნარატივს, რომ საქართველო რუსეთისკენ მიდის.

მისი თქმით, საქართველოს სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრიობა სწორედ ამ სუბიექტების მეშვეობით არის საფრთხის ქვეშ.

„რუსეთში კი არა, ჩვენ მივდივართ სახელმწიფოებრიობის დაკარგვისკენ სწორედ ამ პირების მხრიდან. პრეზიდენტის მხრიდან. ის გამოდის მაკრონის კაბინეტიდან, ჩამოდის საქართველოში  და წარადგენს გეგმას, თუ როგორ უნდა დაამხოს საქართველოში ხელისუფლება და როგორ უნდა ჩაგვრთოს ომში. ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვა, ეს არის  ევროპული სტრუქტურების მხრიდან საქართველოს ოკუპაცია“,-აცხადებს ხოფერია.

მისი თქმით, საქართველოს ჰყავს ძლიერი უსაფრთხოების სამსახური და ქვეყნის მტრებს არ აბოგინებს.

„მაკკეინის ინსტიტუტის გეგმის მეორე ნაწილში წერია, რომ ჩამოვლენ დამკვირვებლები, რომლებიც დააკვირდებიან საპროტესტო მიტინგებს .. აშშ-ს საელჩოს გაფრთხილება, რომ 26-ში რაღაც არის მოსალოდნელი.. ასე უნერგავენ ადამიანებს, რომ რაღაც უნდა მოხდეს. თუმცა, როგორ აპირებენ ამას? მათ ბოლო წლებია, ვერ შეძლეს იმ ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც შეაძლებინებს  მაიდნის, ან რევოლუციური ტალღის მეშვეობით შექმნან საფრთხეები. ლიდერი ვერ შექმნეს. და ამ მოზეიმე შიზოფრენიით დაავადებულ ასაკიან ქალს ჩამოეკიდნენ კისერზე, რადგან ლიდერი არ გამოუჩნდათ, რომელიც ყველასთვის იქნებოდა მისაღები. ეს ქალი შეურაცხყოფილი, ნაფურთხები ჰყავთ , მაგრამ სხვა გამოსავალი აღარ აქვთ. არომან გოცირიძემ ახსენა საბურავები. ჩემო რომან, რევოლუცია ასე არ კეთდება. ის ხალხი, რომელიც ჩამოსული იყო და ატრენინგებდა ჯგუფებს, დიდი ხანია, საქართველოდან წასულია, ჯგუფები კი- დაშლილი. საქართველოს კი, ჰყავს უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ქვეყნის მტრებს არ აბოგინებს. მაგ სტადიიდან დიდი ხანია, გავედით და ყველამ თავისი ადგილი იცოდეს“,-აცხადებს ხოფერია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,002 ნახვა