GD Banner
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციის ლიდერებზე: ამ უღმერთოებს, უჯიშოებს და უსამშობლოებს დღეს დაემატა უღმერთოება, რატომ არიან უღმერთოები? რატომ არიან უჯიშოები და უსამშობლოები? – მათი ქმედებიდან გამომდინარე

ამ უღმერთოებს, უჯიშოებს და უსამშობლოებს დღეს დაემატა უღმერთოება, რატომ არიან უღმერთოები? რატომ არიან უჯიშოები და უსამშობლოები? – მათი ქმედებიდან გამომდინარე, დააკვირდით ყველა მათგანს ერთმანეთზე რა აქვთ ნათქვამი, ჩვენ ხომ არ გამოვდივართ და ამ ფრაზებს ჩვენ არ ვიძახით. რას იძახდა გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილზე, რას იძახდა ელისაშვილი მასხარა ხაზარაძეზე, რას იძახდა გვარამია სალომე ზურაბიშვილზე, ხაზარაძე გახარიაზე და ა.შ. – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა.

მისი თქმით, ადამიანისთვის თუ ყველაფერი დასაშვებია ის არის უღმერთო.

„რამ უნდა აიძულოს ერთმანეთთან პატიება, რა არის ჩვენი სარწმუნოება, რას ნიშნავს ქრისტიანობა – ჯერ უნდა მიუტევო, აპატიო რასაც შენ გაბრალებენ, ან შენ დააბრალე რაღაც ადამიანს და მაგის მიხედვით შეიძლება ერთიანობაში რაღაც განახორციელო, მაგრამ, როცა საერთოდ არ საუბრობ ამ თემებზე რას უწოდებდი და როგორ უწოდებდი და ახლა გგონია რომ ყველაფერი დასაშვებია, ადამიანისთვის თუ ყველაფერი დასაშვებია ის არის უღმერთო, არ წამს არაფრის, ამაზე მაქვს საუბარი. როდესაც ერთ დღეს ესეთი ტექსტებით გამოდიხარ, მოღალატეს უწოდებ, არაკაცს, არც შემიძლია ასეთი სიტყვები ვახსენო, რასაც ისინი ერთმანეთს უწოდებდნენ, მეორე დღეს აბსოლუტური 180 გრადუსით შებრუნებული, პირიქით საუბრობ ადამიანზე, თან პოლიტიკოსი გქვია და თან ამომრჩეველს ელაპარაკები. ამომრჩეველთან მიდიან ელისაშვილი და ხაზარაძე და ეუბნებიან ჩვენ დაგვიჭირე მხარი და ამომრჩეველმა, რომ კითხოს შე დალოცვილო ამაზე ვაჭარს იძახდი, მევახშეს, არაკაცს, რას მეუბნები ახლა რომ ამისი უნდა მჯეროდეს თუ არ უნდა მჯეროდეს და რას უპასუხებს ელისაშვილი, რომ ეს ხუმრობა იყო? და ამ ადამიანს უნდა დაუჭიროს მოქალაქემ მხარი,“- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,967 ნახვა