ოკუპაცია არ არის მხოლოდ ტანკი და ტყვია. ის, რაც დღეს ხდება ჩვენი ქვეყნის მიმართ, არის ტიპიური ოკუპაცია,-ამის შესახებ ხათუნა ხოფერიამ ვახო ხუზმიაშვილის საავტორო გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი არ დათმობს ხელისუფლებას, რომელმაც 12 წელი მშვიდობაში აცხოვრა.
ხათუნა ხოფერია აცხადებს, რომ არცევნების დღეს ხელისუფლების მომხრეები ქუჩაში გავლენ, დაიცავენ თავიანთ ხმებს და იზეიმებენ გამარჯვებას.
„26-ში, როდესაც ჩვენ გამარჯვებას მოვიპოვებთ, საზეიმოდ ვაპირებთ ქუჩაში გასვლას, თბილისის ქუჩებს აღარ სჭირდება ძაძები და სისხლი. ჩვენ გავალთ გარეთ თბილისელები, ბათუმელები, სენაკელები, ზუგდიდელები, გორელები, კახელები, გავალთ ჩვენი ქალაქების ქუჩებში და ვიზეიმებთ გამარჯვებას. ვიზეიმებთ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენას. ვიდგებით ღამე და რამდენი ხანიც იქნება საჭირო. ოღონდ ვიზეიმებთ და ვერავინ ვერ მოაწყობს იმას, რა გეგმაც აქვთ“,-განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.