GD Banner
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი „ნაცმოძრაობის“ ბანერებზე: ბანერები პირდაპირ შეიცავს ზიზღის ენას, ზიზღის კამპანიას და ჩვენ მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს და ორგანიზაციებს, რომ ეს ასახონ თავიანთ ანგარიშებში და მოახდინონ ამასთან დაკავშირებით რეაგირება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ ბანერები შეაფასა და აღნიშნა, რომ ისინი ზიზღის ენას შეიცავს. მანვე სადამკვირვებლო მისიებს და ორგანიზაციებს მოუწოდა თავიანთ ანგარიშებში ასახონ და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარმოებულ ზიზღის კამპანიაზე.

„რა თქმა უნდა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა, აქ გასაკვირი არაფერი არ არის. გამოჩნდა ბანერები პირდაპირ, რომელიც შეიცავს ზიზღის ენას, ზიზღის კამპანიას და ჩვენ რა თქმა უნდა მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომ ეს ასახონ თავიანთ ანგარიშებში და მოახდინონ ამასთან დაკავშირებით რეაგირება“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,938 ნახვა