GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: დღეს, საზოგადოებას საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ. საზოგადოებას, რომელმაც უკვე იცის, რომ ჩვენი დასანქცირების თუ გარედან ისტერიული შემოტევების მთავარი მიზეზი რუსეთთან ომის არდაწყება და სანქციების არდაწესებაა

C

დღეს, საზოგადოებას „ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ. საზოგადოებას, რომელმაც უკვე იცის, რომ ჩვენი დასანქცირების თუ გარედან ისტერიული შემოტევების მთავარი მიზეზი რუსეთთან ომის არდაწყება და სანქციების არდაწესებაა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმუმ 0,3%-თ დააზიანებდა, ჩვენსას კი – მინიმუმ 12-13%-თ. ეს იგივეა, რაც ორჯერ უარესი მდგომარეობა, ვიდრე პანდემიის დროს, – წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

როგორც მდინარაძე აღნიშნავს, გულწრფელად უკვირს იმ “პოლიტიკოსების” თუნდაც მცირერიცხოვანი ამომრჩევლის, რომლებიც მათ გარდაუვალი შიმშილისთვის ან სიკვდილისთვის სწირავენ.

„დღეს, საზოგადოებას “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამას გავაცნობთ. საზოგადოებას, რომელმაც უკვე იცის, რომ ჩვენი დასანქცირების თუ გარედან ისტერიული შემოტევების მთავარი მიზეზი რუსეთთან ომის არდაწყება და სანქციების არდაწესებაა, რომელიც ოკუპანტი ქვეყნის ეკონომიკას მაქსიმუმ 0,3%-თ დააზიანებდა, ჩვენსას კი – მინიმუმ 12-13%-თ. ეს იგივეა, რაც ორჯერ უარესი მდგომარეობა, ვიდრე პანდემიის დროს.

გულწრფელად მიკვირს იმ “პოლიტიკოსების” თუნდაც მცირერიცხოვანი ამომრჩევლის, რომლებიც მათ გარდაუვალი შიმშილისთვის ან სიკვდილისთვის სწირავენ.
მხოლოდ მშვიდობითა და ღირსებით ევროპისკენ სვლაზე ბევრი ვისაუბრეთ. მხოლოდ კეთილდღეობით და უკეთესი ცხოვრებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ სვლის გარანტიებზე, დღეს საღამოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე მოგიყვებათ“, – წერს მამუკა მდინარაძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,977 ნახვა