GD Banner
ეკონომიკა

ირაკლი კობახიძე – ანაკლიის პორტი პირველ გემებს 2029 წლისთვის მიიღებს, წელიწადში 600 ათასი კონტეინერი იქნება პორტის გამტარობა, რკინიგზის მოდერნიზაციის შედეგად, გამტარუნარიანობა 27-დან 48 მილიონ ტონამდე გაიზრდება

ანაკლიის პორტის პროექტის პირველი ფაზის სამუშაოები 2029 წლისთვის დასრულდება და პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციისას განაცხადა.

მისივე თქმით, სამუშაოები უკვე იწყება, გაფორმებულია ხელშეკრულება ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან, ხოლო ბელგიური კომპანია დაიწყებს მუშაობას უშუალოდ პორტის გაღრმავებაზე.

„პირველ გემებს ანაკლიის პორტი სწორედ 2029 წლისთვის მიიღებს. 600 ათასი კონტეინერი წელიწადში ეს იქნება ამ პორტის გამტარობა და 600 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება მხოლოდ პირველი ფაზის განმავლობაში. ეკონომიკური ზრდისთვის ესეც უმნიშვნელოვანესი პროექტია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, ახლო მომავალში ბოლომდე იქნება მიყვანილი რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, რაც დაკავშირებადობის განსავითარებლად მნიშვნელოვანია. „გამტარუნარიანობა გაიზრდება 27 მილიონი ტონიდან 48 მილიონ ტონამდე. ეს პროექტიც საკვანძო მნიშვნელობისაა ჩვენი სატრანზიტო ფუნქციის განსავითარებლად“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა