GD Banner
პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ჟიჟილაშვილი “იმედს” ევროკავშირის ელჩის მონაწილეობით გამართული ღონისძიების ფარგლებში დაემუქრა, როგორც ჩანს, დასავლური სტანდარტით დემოკრატია ტელევიზიების დახურვაზე გადის, თუ ასეა, მაშინ გასაგებია, რატომ მიიჩნეოდა მიშა დემოკრატიის შუქურად

გუშინ ჩაგრული დღეს მჩაგვრელად მოგვევლინა, ჟიჟილაშვილის ფერისცვალება, მის პატარა ადამიანობაზე მიანიშნებს. სწორედ განსხვავებული აზრის გამო დაიხურა მისი ყოფილი ტელევიზიები, განსხვავებული აზრის გამო დაარბიეს ტელეკომპანია იმედი და ა.შ. ნუთუ სინდისის ქენჯნას არ განიცდის, როცა საკუთარ კოლეგას და ზოგადად ტელევიზიას დახურვით ემუქრება? – ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ჩიხელიძე, კავკასიის უნივერსიტეტში მყოფ ევროკავშირის ელჩთან “პოსტვ”-ის გადამღები ჯგუფის არშეშვებას და “იმედის” მიმართ ნინო ჟიჟილაშვილის მუქარას.

ჩიხელიძე საგულისხმოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ნინო ჟიჟილაშვილი, ტელეკომპანია “იმედს” ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მონაწილეობით გამართული ღონისძიების ფარგლებში დაემუქრა. ექსპერტის თქმით, თუ დასავლური სტანდარტით დემოკრატია ტელევიზიების დახურვაზე გადის, მაშინ გასაგებია, თუ რატომ ითვლებოდა მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად.

“სწორედ ჟიჟილაშვილის მსგავსი ხალხის გამო მივიჩნევ ლიბერალიზმს და ლიბერალებს, ყველაზე არასწორ ადამიანებად, რა თქმა უნდა საუბარი მაქვს იმ გაუკუღმართებულ ლიბერალიზმზე, როგორი სახითაც დღევანდელობამდე მოვიდა, იდეოლოგიით სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების მქადაგებელნი, მზად არიან ნებისმიერი განსხვავებული აზრი და აზროვნების თავისუფლება დაბლოკონ, მტრად გამოაცხადონ ადამიანები, რომლებიც მათ მახინჯ იდეოლოგიას არ ეთანხმებიან. ჟიჟის მეხსიერების „წაშლა“, ალბათ დიდი ფულის სანაცვლოდ მოხდა, ის (ჟიჟილაშვილი) ჯერ კიდევ ტელეკომპანია “მზიდან” მახსოვს, შემდეგ იყო იბერია, მაესტრო და ა.შ. ვინ თუ არა მან კარგად უნდა იცოდეს რას ნიშნავს, განსხვავებული აზრის დევნა, გუშინ ჩაგრული დღეს მჩაგვრელად მოგვევლინა, ჟიჟის ფერისცვალება, მის პატარა ადამიანობაზე მიანიშნებს. სწორედ განსხვავებული აზრის გამო დაიხურა მისი ყოფილი ტელევიზიები, განსხვავებული აზრის გამო დაარბიეს ტელეკომპანია იმედი და ა.შ. ნუთუ სინდისის ქენჯნას არ განიცდის, როცა საკუთარ კოლეგას და ზოგადად ტელევიზიას დახურვით ემუქრება? მე მის ადგილზე შემრცხვებოდა… საგულისხმოა, ერთი გარემოება, ჟიჟილაშვილი ტელეკომპანია “იმედს” ევროკავშირის ელჩის მონაწილეობით გამართული ღონისძიების ფარგლებში დაემუქრა, როგორც ჩანს დასავლური სტანდარტით დემოკრატია ტელევიზიების დახურვაზე გადის, თუ ასეა, მაშინ გასაგებია რატომ მიიჩნეოდა მიშა დემოკრატიის შუქურად, ტელევიზიების დახურვაში და განსხვავებული აზრის დევნაში ბადალი არ ჰყავდა.” – წერს დავით ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,809 ნახვა