GD Banner
Uncategorized

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური არხების გადაწყვეტილებაზე, არ განათავსონ ეთერში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპები: ცალსახაა, რომ ეს ფაქტი არის კანონის დარღვევა

ცალსახაა, რომ ეს ფაქტი არის კანონის დარღვევა, მანამდეც ნამსჯელი აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორც კომუნიკაციების კომისიას, ისე სასამართლოს თუ არ ვცდები, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „მთავარი არხის”, „ტვ პირველისა” და „ფორმულას” გადაწყვეტილებას, არ განათავსონ ეთერში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპები.

„არც ტელევიზიების განცხადებაში და არც იმ ყალბი ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადებაში, რომლებიც მხარს უჭერენ კანონდარღვევას, არსად მითითებული არ არის, რომ ირღვევა კანონი, ერთადერთი საფუძველი, რაც მოყვანილი აქვთ, არის ევროკავშირის ელჩს განცხადება.

სწორედ ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ უცხოელები უნდა მოერიდონ აქტიურ მონაწილეობას შიდა დისკუსიებში, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, ვინაიდან ეს გავლენას ახდენს ზოგიერთი ორგანიზაციის გადაწყვეტილებებზე, რომლებიც ფინანსურად დამოკიდებული არიან ამა თუ იმ უცხოელ აქტორზე.

ჩვენ ვნახეთ ადგილობრივი დამკვირვებლების განცხადება, რომელთა უმეტესობაც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბუნებრივია ისინი აჰყვებიან იმ განცხადებას, რომელსაც აკეთებს ევროკავშირის ელჩი.

ამიტომაცაა კანონმდებლობით აკრძალული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მონაწილეობა ნებისმიერ ქვეყანაში არჩევნებში, რომ არ მოხდეს გავლენა ადამიანების ნების ფორმირებაზე.

რაც შეეხება ბატონი ჰერჩინსკის განცხადებას, სადაც მან „აღმაშფოთებელი“, „სამარცხვინო“ და „შემზარავი“ უწოდა იმ საარჩევნო ბანერებს, ეს განცხადებაც არის ჩარევა წინასაარჩევნო პერიოდში, ვინაიდან ხდება მხოლოდ ერთი მხარის საარჩევნო ბანერების შეფასება. ის არ აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წარმოებულ კამპანიას და ჩვენ მათი ბანერებიც ვნახეთ.

მისი განცხადება ასევე ფარისევლურიცაა, რადგან მან აღმაშფოთებელი და სამარცხვინო არ უწოდა იმ ორგანიზაციების თანამშრომლების ქმედებებს, რომლებიც ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

როდესაც დააპირებენ რომ ჩვენს თვალში ბეწვი მოძებნონ, საკუთარ თვალში მოძებნონ არის თუ არა იქ დირე,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სამი ოპოზიციური არხი, „მთავარი არხი”, „ტვ პირველი” და „ფორმულა” ევროკავშირის ელჩის შეფასების გამო, „ქართული ოცნების” საარჩევნო კლიპს ეთერში არ უშვებს. ოპოზიციური არხების გადაწყვეტილებას მათი მოკავშირე არასამთავრობო ორგანიზაციები იწონებენ. ოპოზიციური არხების გადაწყვეტილებას იწონებს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,529 ნახვა