ექსპერტი ნინო ფოჩხუა მედიაში გავრცელებულ იმ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, კავკასიის უნივერსიტეტში ევროკავშირის ელჩის განცხადების პარალელურად, პოსტვ-ს გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს, ხოლო ნინო ჟიჟილაშვილი “იმედს” შემდეგი სიტყვებით დაემუქრა – “მალე თქვენც დაიბლოკებით”.
ექსპერტი ნინო ჟიჟილაშვილზე წერს, რომ მისგან არანაირი ქმედება უკვირს, რადგან კოლექტიური ნაცების მსახური გახდა და მისმა პატრონებმა ძალადობა კარგად ასწავლეს.
„არ მიკვირს ნინო ჟიჟილაშვილის არანაირი ქმედება. ქალი გამოწრთობილია ფულის და კეთილდღეობის გამო ღალატში, უმადურობასა და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევაში. ვინ უნდა ენდოს ამ კალიასავით აქეთ-იქით მოხტუნავე ჟურნალისტს ან ობიექტურობაში ან მიუკერძოებაში. ჟიჟილაშვილის მიშვება არ შეიძლება სტუდენტებთან, რა უნდა ასწავლოს ან რა მაგალითი უნდა მისცეს მათ. ამიტომაც არის, რომ ასეთმა ადამიანებმა გაანადგურეს ქართული ჟურნალისტიკა. თვითონ, ამდენი ხნის ჟურნალისტი, ასე უნდა დაემუქროს კოლეგებს ან ეს დაგბლოკავთ რა უბედურებაა. თუმცა რა გასაკვირია კოლექტიური ნაცების მსახური გახდა და მისმა პატრონებმა ძალადობა კარგად ასწავლეს.“-წერს ნინო ფოჩხუა.