GD Banner
უცხოური მედია

დონალდ ტრამპი: მთავრობა 750$-ს სთავაზობს ადამიანებს, რომელთა სახლები წყალდიდობამ გაანადგურა და მაინც, ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვუგზავნით უცხო ქვეყნებს, რომელთა შესახებაც ადამიანების უმეტესობას არასოდეს სმენია

მთავრობა 750$-ს სთავაზობს ადამიანებს, რომელთა სახლები წყალდიდობამ გაანადგურა და მაინც , ჩვენ ასობით მილიარდ დოლარს ვუგზავნით უცხო ქვეყნებს, რომელთა შესახებაც ადამიანების უმეტესობას არასოდეს სმენია,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატის ქალაქ ბატლერში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.

დონალდ ტრამპმა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მუშაობა დაუწუნა და განაცხადა, რომ აშშ-ის ფედერალური მთავრობა გამანადგურებელი წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებაში მოსახლეობას სათანადოდ არ უჭერს მხარს.

„დღეს საღამოს ჩვენ უნდა ვილოცოთ და მხარი დავუჭიროთ ქარიშხალ ჰელენის მიერ დაზარალებულ ყველა ოჯახს. კატრინას შემდეგ პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტის მხრიდან ეს იყო სტიქიაზე ყველაზე ცუდი პასუხი . ეს უბრალოდ მიუღებელია იმ ხალხისთვის. მე ვიყავი ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიაში და გეტყვით, რომ ჯორჯიის შტატის გუბერნატორი აკეთებს შესანიშნავ საქმეს, მაგრამ ჩვენ გვყავს სხვა ადამიანები, რომლებიც არ აკეთებენ კარგ საქმეს და მათ უნდა გავაკეთებინოთ კარგი საქმე. ფედერალური მთავრობა მუშაობს ძალიან ცუდად , ისინი ვერ აკეთებენ საქმეს და ჩვენ გვაქვს ისეთი სიკვდილიანობა და უყურადღებობა, როგორიც შესაძლოა არასდროს გვინახავს. ისინი სთავაზობენ 750$-ს ადამიანებს, რომელთა სახლები განადგურდა და მაინც, ჩვენ ასეულობით მილიარდ დოლარს ვუგზავნით უცხო ქვეყნებს, რომელთა შესახებაც ადამიანების უმეტესობას არასოდეს სმენია. თუ გინდათ პრეზიდენტი, რომელი წყალდიდობის დროს არც კი შეეცდება თქვენს გადარჩენას, ხმა მიეცით კამალას.“,- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,726 ნახვა