აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მშვიდობიანი იქნება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. არ ვიცი, იქნება თუ არა მშვიდობიანი“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
„ის, რაც ტრამპმა თქვა და ის, რაც მან თქვა ბოლო [არჩევნების] დროს, როდესაც არ მოეწონა არჩევნების შედეგი, ძალიან საშიში იყო“, – დასძინა მან.
Facebook Comments Box