GD Banner
პოლიტიკა

მამუკა არეშიძე- რასაკვირველია, გლობალური ომის პარტია არსებობს, ყველა ამერიკის პრეზიდენტი ამ ფრაზას იყენებდა, პირველად კი ის ეიზენჰაუერმა დაამკვიდრა

უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა მამუკა არეშიძემ რადიო 98.5-ში გლობალური ომის პარტიის შესახებ ისაუბრა, რომლის თქმითაც, ის არ არის რომელიმე კონკრეტული ქვეყანა. ამასთან, მამუკა არეშიძე აღნიშნავს, რომ ამ ტერმინს ამერიკის ყველა პრეზიდენტი იყენებდა, შესაბამისად გაურკვეველია საქართველოში ეს ფრაზა რატომ არის კრიტიკის და დაცინვის საგანი.

„როცა არის გლობალურ ომის პარტიაზე [საუბარი], აქ ხომ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ ქვეყანაზე, რომ გინდა თუ არა ეს ქვეყანა იყოს. მეც არ მომწონს ეს ტერმინი, მაგრამ ეს ტერმინი ეიზენჰაუერის მოგონილია, Deep state ჰქვია მაგას. შემდეგ კენედი იყენებდა, ყველა ამერიკის პრეზიდენტი ამ ფრაზას იყენებს და რატომ არის საქართველოში ეს ფრაზა ასეთი კრიტიკის, დაცინვის საგანი ვერ გეტყვით. გლობალური ომის პარტია არის რასაკვირველია, იგივე ისრაელის შემთხვევაში. დღეს მოვისმინე ყოფილი პრემიერის, ლიბერმანის ინტერვიუ ისრაელში მიმდინარე პროცესზე და ის ახსენებს გლობალურ ომის პარტიას“,-განაცხადა მამუკა არეშიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,964 ნახვა