GD Banner
პოლიტიკა

თამარ ჩეგოლეიშვილი: ქ-ნო ელჩო, მხოლოდ ბიძინაში არ არის პრობლემა, პოლიტიკური კლასი, ენჯიო სექტორი და ტელემედია ასეთივე გოიმია და პირად ინტერესს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე საჯაროს

თამარ ჩეგოლეიშვილი აშშ-ის ელჩს მიმართავს და ეხმაურება მის განცხადებას -„ივანიშვილი თავის ფინანსურ ინტერესებს საქართველოს ხალხის ინტერესებზე მაღლა აყენებს“.

„ქალბატონო ელჩო, ეს ქართული პოლიტიკური რეალობაა და სიმართლე ისაა რომ მხოლოდ ბიძინაში არ არის პრობლემა.

მთელი პოლიტიკური კლასი, ენჯიო სექტორი და ტელემედია ასეთივე გოიმია და პირად ინტერესებს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე საჯარო ინტერესს.

ისინი ზღუდავენ თავისუფალ კონკურენციას პოლიტიკურ ძალებს შორის, ძალმომრეობით ადგენენ პოლიტიკურ დღის წესრიგს, ბელადის და დონორის ურჩ პოლიტიკურ ძალებს ვირუსად რაცხავენ და უწყობენ ტელემედია ბლოკადას და რაც მთავარია, ამომრჩეველს ტოვებენ თამაშგარე მდგომარეობაში, რაც მათ პროცესიდან აუცხოვებს და ბიძინას გამარჯვებას უზრუნველყოფს.

ახსნა: “ჩერგო პირადად გვლანძღავს”

ბიძინას ლუზერ კარიკატურებს სულ გავლანძღავ მეგობრებო, იქამდე სანამ თავები არ შეზიზღდებათ ბოლომდე და არ გაიაზრებენ რომ სირცხვილია საკუთარი პირადი ბოღმების საჯარო ინტერესებზე და დემოკრატიის წესებზე მაღლა დაყენება – სანამ ეგ წესრიგი არ ჩამოინგრევა, მე მათზე ფეხებს გავიწმენდ“,-წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,891,334 ნახვა