დიდი ბრიტანეთის ექსპრემიერი ბორის ჯონსონი თავის მემუარებში Unleashed (აწყვეტილი) იხსენებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის შემდეგ თავის ტუალეტში იპოვა ფარული მოსასმენი მოწყობილობა. წიგნიდან ეპიზოდს Daily Telegraph აქვეყნებს.
ჯონსონი წერს, რომ ინციდენტი 2017 წლის თებერვალში მოხდა, როდესაც ისრაელის პრემიერი ლონდონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
„შესაძლოა, ეს დამთხვევაა (შესაძლოა- არა), მაგრამ მოგვიანებით მე მითხრეს, რომ როდესაც იქ რეგულარული დათვალიერება ჩატარდა „ჟუჩოკების“ აღმოსაჩენად, ტუალეტში მოსასმენი მოწყობილობა იპოვეს“,- წერს ჯონსონი.
Facebook Comments Box