GD Banner
პოლიტიკა

გიორგი ცუცქირიძე: რევოლუციისაკენ მიდრეკილ პოლიტიკურ კლასს შევახსენებ, რომ სადეპუტატო მანდატები და პრივილეგიები უკან დარჩებათ, კოალიციური მთავრობაც და ტექნიკურიც, თუ საქართველოში სიტუაცია აირია და დესტაბილიზაციაში გადაიზარდა

ამ დღეებში გავლენიანი მკვლევრის ან აპელბაუმის მეტად ნიშანდობლივი სტატია დაიბეჭდა The Atlantic-ში, რაც უნისონშია მილერის განცხადებასთან. სტატიაში არის პირდაპირი მოწოდება, რომ დასავლეთი უნდა გამოვიდეს არარსებული მოლაპარაკებების მოლოდინის რეჟიმიდან და მთლიანად გადავიდეს უკრაინის გამარჯვების მიდგომაზე. რადგან სანამ რუსეთს სჯერა გამარჯვების და ამ ომის მოგების, მანამ ეს ომი გაგრძელდება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში მძიმე შედეგებით დასრულდება დასავლეთისათვის და რუსული ინტერესები გაძლიერდება სამხრეთ ამერიკიდან დაწყებული აფრიკით დამთავრებული ანუ ყველგან, სადაც რუსეთი ისედაც აწარმოებს მესამე ქვეყნების გამოყენებით ომებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და წარმატების შემთხვევაში ეს ყველაფერი გაორმაგდება, – წერს ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე.

მისივე თქმით, ზემოთ ხსენებულ სიტუაციაში, ასეთი გლობალური რყევებისას, დანის პირზე გავლა უწევს საქართველოს. ეკონომისტი რევოლუციისაკენ მიდრეკილ პოლიტიკურ კლასს მიმართავს და ახსენებს, რომ სადეპუტატო მანდატები და პრივილეგიები, კოალიციური მთავრობაც და ტექნიკური მთავრობაც უკან დარჩებათ, თუ საქართველოში სიტუაცია აირია და დესტაბილიზაციაში გადაიზარდა.

„მოგეხსენებათ ორიოდე დღის წინ, აშშ-ის სახდეპის წარმომადგენელმა მილერმა განაცხადა, რომ ზელენსკის “გამარჯვების გეგმა” მოიცავს იმასაც თუ რა უნდა გააკეთოს ყველა ქვეყანამ უკრაინის გამარჯვებისთვის. ეს განცხადება არ იყო შემთხვევითი, რადგან უკრაინა – რუსეთის ომის ცალკეულ პერიმეტრებზე, რომ მძიმე სიტუაციაა, თავად ზელენსკიმ განაცხადა აშშ-ში ბოლო ვიზიტისას. ცნობისათვის რამდენიმე დღის წინ, დონეცკის ოლქში, რუსები მნიშვნელოვან ქალაქ ვუჰლედარში შევიდნენ და მთელი დასახლება დაიკავეს, რომელიც უკრაინული თავდაცვის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი იყო, რასაც რუსეთის არმია 2022 წლიდან უტევდა, ხოლო 2023 წელს რუსებმა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კატასტროფული დანაკარგი განიცადეს. რუსეთი რომ მომავალ წელს გარდამტეხ წლად მიიჩნევს, იანვრიდან გაწვევის ახალი ტალღის დაწყება და 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის გარკვეული პარამეტრები, მათ შორის სამხედრო ხარჯების ზრდა ადასტურებს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, 2025 წლის სამხედრო ხარჯები ბიუჯეტში დაგეგმილია 13,2 ტრილიონი რუბლის ოდენობით (მშპ-ს 6,2%), რაც სარეკორდოა და მეოთხედით მეტია 2024 წელთან შედარებით (10,4 ტრილიონი რუბლი), ამასთან ფაქტობრივად ეკონომიკის საომარ პლატფორმაზე გადასვლას ნიშნავს, აღემატება რა სოციალურ ხარჯებსაც კი. აქვე შევნიშნავ, რომ რუსეთის ბიუჯეტი იძლევა ამის შესაძლებლობას დეფიციტის გაზრდის გარეშეც. ანალიტიკური კომპანია Bruegel-ის მონაცემებით 2024 წლის მესამე კვარტალში რუსეთმა გაზარდა ევროკავშირისთვის გაზის მიწოდება 13,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე, რაც წინა კვარტალზე და გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე მეტია. რუსეთის წილი ევროპულ იმპორტში გაიზარდა 19,4%-მდე და მიაღწია 2022 წლის დონეს, რითაც გაუსწრო შეერთებულ შტატებს და მეორე ადგილი დაიკავა გაზის მიმწოდებლებს შორის.

ნიშანდობლივია, რომ ამ დღეებში გავლენიანი მკვლევრის ან აპელბაუმის მეტად ნიშანდობლივი სტატია დაიბეჭდა The Atlantic-ში, რაც უნისონშია მილერის განცხადებასთან. სტატიაში არის პირდაპირი მოწოდება, რომ დასავლეთი უნდა გამოვიდეს არარსებული მოლაპარაკებების მოლოდინის რეჟიმიდან და მთლიანად გადავიდეს უკრაინის გამარჯვების მიდგომაზე. რადგან სანამ რუსეთს სჯერა გამარჯვების და ამ ომის მოგების, მანამ ეს ომი გაგრძელდება. სტატია აღნიშნულია, რომ რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში მძიმე შედეგებით დასრულდება დასავლეთისათვის და რუსული ინტერესები გაძლიერდება სამხრეთ ამერიკიდან დაწყებული აფრიკით დამთავრებული ანუ ყველგან, სადაც რუსეთი ისედაც აწარმოებს მესამე ქვეყნების გამოყენებით ომებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში და წარმატების შემთხვევაში ეს ყველაფერი გაორმაგდება. თუ მხედველობაში მივიღებთ ახლო აღმოსავლეთში ისრაელის არმიის შესვლას ლიბანში და ისრაელ- ირანის განახლებულ სამხედრო კონფლიქტს, 2025 წელი უმძიმესი შეიძლება გამოდგეს. არც არავის ვზაფრავ და არც ვაშინებ, თუმცა ასეთ სიტუაციაში, ასეთი გლობალური რყევებისას, დანის პირზე გასვლა მოგვიწევს, რევოლუციისაკენ მიდრეკილ პოლიტიკურ კლასს კი შევახსენებ, რომ სადეპუტატო მანდატები და პრივილეგიები უკან დარჩებათ, კოალიციური მთავრობაც და ტექნიკურიც, აქ თუ სუტუაცია აირია და დესტაბილიზაციაში გადაიზარდა“, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

There was an issue retrieving stats. Please try again later.