GD Banner
პოლიტიკა

აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით – იან კელი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი ჯო ბაიდენის მიღებაზე თეთრი სახლის მიერ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმების ფაქტს ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევად აფასებს.

როგორც იან კელი “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში განმარტავს, ოფიციალური ვაშინგტონი არასდროს უუქმებს მიწვევას იმ მთავრობას, რომელსაც შტატები მეგობრულად მიიჩნევს.

„ასეთი ქმედება, რა თქმა უნდა, უპრეცედენტოა აშშ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიაში. ეს არ არის ისეთი რამ, რასაც ჩვენ ჩვეულებრივ ვუკეთებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით.” – განაცხადა იან კელიმ.

ამასთან, ყოფილი დიპლომატი IPN-თან ინტერვიუში იმასაც აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება დასავლურ კურსს დაუბრუნდება, “ქართულ ოცნებას” ვაშინგტონიდან და ბრიუსელიდან მეტი შეზღუდვა აღარ დაუწესდება.

„თუ საქართველოს მმართველი პარტია დაუბრუნდება დასავლურ გზას, მაგალითად „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაუქმებით და იმგვარი დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციით, რომლებიც ევროკავშირმა შესთავაზა, აღარ იქნება მეტი შეზღუდვა არც ვაშინგტონიდან და არც ბრიუსელიდან. ვიმედოვნებ, რომ ისინი არ გადახედავენ თავის ურთიერთობას ჩვენთან ნეგატიური მიმართულებით, მაგრამ თუ ამას გააკეთებენ, ეს მათი გადაწყვეტილება იქნება”, – განაცხადა იან კელიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ში ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიწვევა გააუქმეს. ინფორმაცია თავდაპირველად “ამერიკის ხმამ” გაავრცელა, მოგვიანებით კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა და ამერიკის საელჩომაც დაადასტურა.  

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,977 ნახვა