GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა-მიხაელ როთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და ერევა უცხო ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესში. ეს მას არ უნდა ეპატიოს

“იმდენად უსუსური და არაფრის მაქნისია ქართული ოპოზიცია, უცხოელმა “ბოსებმა” დასახმარებლად ყველასთვის ნაცნობი მიხაელ როთი ჩართეს წინასაარჩევნო პროცესში, ხვდებიან რა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა 5%-საც ვერ გადალახავს.”- წერს ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას თქმით მიხაელ როთს არაფერი შეუძლია, “გარდა იმისა, რომ შექმნას აღქმა აქაური მხარდამჭერებისთვის, რომ უცხოელი პარტნიორები ეხმარებიან დესტრუქციულებს ხელისუფლებაში მოსვლისთვის”.

მისივე თქმით, როთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას.

“იმდენად უსუსური და არაფრის მაქნისია ქართული ოპოზიცია, უცხოელმა “ბოსებმა” დასახმარებლად ყველასთვის ნაცნობი მიხაელ როთი ჩართეს წინასაარჩევნო პროცესში, ხვდებიან რა, რომ კოლექტიური ნაცმოძრაობა 5%-საც ვერ გადალახავს. ან ამ კაცს რა შეუძლია, გარდა იმისა, რომ შექმნას აღქმა აქაური მხარდამჭერებისთვის, რომ უცხოელი პარტნიორები ეხმარებიან დესტრუქციულებს ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ეს ხომ ილუზიაა, სადამდე უნდა ბერონ ტყუილებით ოპოზიციის გზააბნეული მომხრეები? ტყუილს ხომ მოკლე ფეხი აქვს? და რაც მთავარია მიხაელ როთი უხეშად არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და ერევა უცხო ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესში. ეს მას არ უნდა ეპატიოს!”- წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,959 ნახვა