GD Banner
Uncategorized

მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ისეთი ძლიერი, როგორც არასდროს -სოფო ჯაფარიძე

დღეს სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმი სრულიად უკანონო პატიმრობაში ამყოფებს მიხეილ სააკაშვილს – ის რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით ოთხ კედელში ჰყავს გამომწყვდეული, მაგრამ არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, სოფო ჯაფარიძემ „ვივამედთან“ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „26 ოქტომბერს გამარჯვების ძალა გამოიღვიძებს და ქვეყანას დავიხსნით რუსეთის მარწუხებისგან”.

`დღეს ზუსტად სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ რუსული რეჟიმი სრულიად უკანონო პატიმრობაში ამყოფებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს. ადამიანს, რომელმაც თავი მიუძღვნა საქართველოს, ქვეყნის აღმშენებლობას, რომელმაც პირველმა აღმართა საქართველოში ევროკავშირის დროშა. ადამიანმა, რომელმაც სრულიად უიმედოდ დარჩენილი, გულაცრუებული, საქართველოდან გადახვეწილი ადამიანები საქართველოში, თავიანთ ქვეყანაში დააბრუნა და არა მხოლოდ დააბრუნა, მან ისინი ქვეყნის აღმშენებლობის პროცესში ჩართო.

მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს საქართველო არ ჩამოსულა ისეთი რეიტინგული, გავლენიანი და ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ შედგენილი რეიტინგების სათავეებიდან და სულ საამაყო, სამაგალითო იყო მთელი მსოფლიოსთვის საქართველო, წარმატებული ,რეფორმატორი ქვეყანა. საქართველო, როგორც ყველაზე წარმატებული რეფორმატორი ქვეყანა. ქვეყანა, სადაც ყველაზე წარმატებით ებრძოდა ხელისუფლება კორუფციას და ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს ისტორიაში პირველმა მშვიდობიანად გადააბარა ხელისუფლება. დღეს ეს ადამიანი არის აქ ოთხ კედელში გამომწყვდეული ჰყავს რუსეთს „ქართული ოცნების“ ხელით, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის ისეთი ძლიერი, როგორიც არასოდეს. ბოლო დღეების განმავლობაში ბევრ ქალაქში ჩვენი კოალიციის ლიდერებმა მიხეილ სააკაშვილის დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად გამართეს წიგნის პრეზენტაცია, რომელსაც ჰქვია ძალის გამოღვიძება და მე მჯერა,რომ 26 ოქტომბერს სწორედ გამარჯვების ძალა გამოიღვიძებს და ჩვენ ჩვენს ქვეყანას დავიხსნით რუსეთის მარწუხებისგან. ჩვენ დავიწყებთ აქტიურ მოლაპარაკებებს ევროკავშირთან, ჩვენს ქვეყანას დაჩქარებული წესით გავხდით ევროკავშირის ნაწილს და მივიღებთ იმ სიკეთეებს, რასაც იმსახურებენ ჩვენი ღირსეული მოქალაქეები. მათ ექნებათ ღირსეული ანაზღაურება, ღირსეული პენსია, სამუშო ადგილები, ჩვენს სტუდენტებს აღარ ექნებათ იმაზე ფიქრის და ნერვიულობის დრო, რომ თუ როგორ იქირაონ ბინები, როდესაც ისინი გახდებიან სტუდენტები.“ – განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა