GD Banner
პოლიტიკა

ლევან ნიკოლეიშვილი ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე: იმედია, ქართველი მავნებელი პოპულისტები რომელიმე ქვეყნის მხარეზე დადგომას არ მოითხოვენ, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა გაიაზრონ, რომ ჯერ თავის შვილებს ჩააცვან სამხედრო ფორმა და სადაც უნდათ, იქ წავიდნენ საომრად

ამ წუთში რაც ხდება მსოფლიოში, კიდევ ერთხელ დაფიქრების და გონიერების გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის, – ამის შესახებ “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, იმედია ქართველი მავნებლები, რომელიმე ქვეყნის მხარეზე დადგომას არ მოითხოვენ.

ნიკოლეიშვილი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, დაფიქრდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა.

“ახლა ამ წუთში რაც ხდება მსოფლიოში, კიდევ ერთხელ დაფიქრების და გონიერების გაკვეთილი უნდა იყოს ჩვენთვის: უკრაინის პრეზიდენტი დღეს დილიდან გაჰკივის, რომ ძალიან მძიმე სიტუაცია აქვს ფრონტის ხაზზე, ირანმა ეს წუთია სარაკეტო დარტყმა განახორციელა ისრაელზე, მანამდე ისრაელმა ლიბანში სახმელეთო ოპერაცია დაიწყო. რომელი ქვეყნები ვის მხარეზე დადგება და რას მოიმოქმედებს ჯერ გადაწყვეტილი არ არის, თუმცა ბევრი მკითხაობა არ არის საჭირო რომ მიხვდე, ისრაელზე სარაკეტო დარტყმები, შესაძლოა გაცილებით სერიოზულ სამხედრო დაპირისპირებაში, ირან-ისრაელის ომში შეიძლება გადაიზარდოს. მთავარ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, თუ რამდენი ხანი გაგრძელდება და რამდენად მასშტაბური იქნება ეს ყველაფერი. იმედია ქართველი მავნებელი და პოპულისტები არ გამოხტებიან და რომელიმე ქვეყნის მხარეზე დადგომას არ მოითხოვენ, ასეთ შემთხვევაში მათ უნდა გაიაზრონ, რომ ჯერ თავის შვილებს გადაპარსონ თავი, ჩააცვან სამხედრო ფორმა და სადაც უნდა იქ წავიდნენ საომრად . ომი იმაზე უარესია, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ, ეს შენი ქვეყნის პოლიციელზე მოლოტოვის კოქტეილის სროლა არ არის, არც პარლამენტის კარებზე ჯაჯგურია, ეს სამხედროების და სამოქალაქოების, მათ შორის შენი ნაცნობების და ახლობლების სიკვდილია, ეს ქალაქების და სოფლების განადგურებაა. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა და სტაბილურობა -ვინც იმდენად იდიოტია, ამას ვერ იაზრებს და არ ესმით, წამით წარმოიდგინოს, რომ მის საცხოვრებელ სახლს, სადაც მისი ოჯახის წევრები იმყოფებიან ხვდება რაკეტა ან ბომბი, ამ დროს დიდი მნიშვნელობა არ აქვს რაკეტა/ბომბი ირანულია, თუ ებრაული, ამერიკული თუ რუსული… მშვიდობას გისურვებთ, უფალი გვფარავდეს!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,936 ნახვა