GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – აშშ-ის ელჩს ამ ეტაპზე რაიმეს თვისებრივად შეცვლის საშუალება არ აქვს, მაგრამ სწორედ მასთან ერთად, მომავალი წლიდან შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას

სამწუხაროდ, მას არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ ეტაპზე რაიმე თვისებრივად შეცვალოს, მაგრამ სწორედ მასთან ერთად, მისი ჩართულობით, მათ შორის, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი წლიდან შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ელჩთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, როგორც კი შეიცვლება ინტერესები, ამის შემდეგ ელჩს ექნება იმის საშუალება, რომ გადაერთოს ურთიერთობების გადატვირთვაზე.

„პიროვნულად მე მას ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ მის პრაგმატულ და რაციონალურ დამოკიდებულებას. სამწუხაროდ, მას არ აქვს იმის საშუალება, რომ ამ ეტაპზე რაიმე თვისებრივად შეცვალოს, მაგრამ სწორედ მასთან ერთად, მისი ჩართულობით, მათ შორის, მისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მომავალი წლიდან შევძლებთ ურთიერთობების თვისებრივად გადატვირთვას.

წლის ბოლომდე რა თქმა უნდა, იქნება წნეხი და ეს უკავშირდება კონკრეტულ ინტერესებს. როგორც კი შეიცვლება ინტერესები და ეს მოხდება მომავალი წლიდან, ამის შემდეგ უკვე ელჩს ექნება იმის საშუალება, რომ თავიდან ბოლომდე გადაერთოს ურთიერთობების გადატვირთვაზე“,  – განაცხადა პრემიერმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

There was an issue retrieving stats. Please try again later.