რეალურად, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში დაიბარეს იმის გამო, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ხელი არ მოეწერა,- წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის პატრონებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართველი ხალხის პოზიციის გათვალისწინებით, ის კანონზე ხელის მოწერას აპირებდა, ამიტომ იგი ჩაიყვანეს, დატუქსეს და შედეგიც სახეზეა, პრეზიდენტმა კანონს ხელი არ მოაწერა.
„რეალურად, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში დაიბარეს იმის გამო, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის კანონზე ხელი არ მოეწერა. სალომეს პატრონებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართველი ხალხის პოზიციის გათვალისწინებით, ის კანონზე ხელის მოწერას აპირებდა. ჩაიყვანეს, დატუქსეს და შედეგიც სახეზეა – კანონს ხელი არ მოაწერინეს. ამას ემატება შოლცის განცხადება, რომ თურმე საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანების ლგბტ პროპაგანდის დაშვებაზე დადის… რჩება კითხვები?!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.