ანალიტიკოსი გია აბაშიძე გერმანიის პარლამენტის წევრის მიხაელ როთის საქართველოს წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვას ეხმიანება. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, საინტერესოა რომელ მეგობრულ ანდა დემოკრატიულ სტანდარტში ჯდება ანტიქართველი ბუნდეს-დეპუტატის, მიხაელ როთის ე.წ. დახმარება ქართველი ემიგრანტების მიერ ხმის მიცემის დახმარებაში?!
მისივე თქმით, პოლიტტექნოლოგიური ქარაფშუტობაა აგენტოკრატიის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ.
“რომელ მეგობრულ ანდა დემოკრატიულ სტანდარტში ჯდება ანტიქართველი ბუნდეს-დეპუტატის, მიხაელ როთის ე.წ. დახმარება ქართველი ემიგრანტების მიერ ხმის მიცემის დახმარებაში?! არჩევნებში უცხო ქვეყნების მოქალაქეების მონაწილეობა დაშვებული რომ ყოფილიყო, პოლიტიკურად “ობიანი” ნაცპოლიტიკანების ნაცვლად, მათ სიებში ვიხილავდით ქართველთმოძულე დასავლელ პოლიტიკურ აქტორებს. მაინც ვერაფერი უშველით რევანშისტებს – ვერც ბერლინის, ვერც ვაშინგტონის და ვერც ბრიუსელის ღია და თავხედური ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში და ვერც საოხუნჯო “შეშფოთება-სანქციობანა”. თაღლითი ხაზარაძის ერთ-ერთი სახლის მდგმური, გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი კი ამ დრომდე სამარცხვინო დუმილის უფლებას იყენებს იმაზე ჰქონდა თუ არა ე.წ. პრეზიდენტ ზურაბიშვილს უფლება პოლიტიკური კამპანია გაემართა მის ქვეყანაში. პოლიტტექნოლოგიური ქარაფშუტობაა აგენტოკრატიის მხრიდან ამგვარი ნაბიჯები ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ. ნაცრევანშისტების საარჩევნო დაწინაურება მეგა უტოპიაა.”- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.