GD Banner
Uncategorized

სოზარ სუბარი: როდესაც რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ის მზად არის ხელი შეუწყოს დიალოგს, ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ სერგეი ლავროვის განცხადება შესაძლოა იყოს ერთგვარი „მწვანე შუქი“ იმ დე ფაქტო მთავრობებისთვის, რომლებიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფებიან.

„პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას და თუნდაც ის, რომ [ლავროვმა თქვა] „დაგეხმარებით დიალოგში“, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, ძალიან კარგად ვიცით, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლები ნაბიჯს არ გადადგამენ, თუ არ ექნებათ ამისთვის მწვანე შუქი ანთებული და ნებართვა მიცემული. როდესაც რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ ის მზად არის ხელი შეუწყოს ამ დიალოგს, ეს ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – აღნიშნავს სუბარი.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ „მოსკოვი მზად არის, საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ურთიერთობების ნორმალიზებაში დაეხმაროს, თუ თავად ისინი იქნებიან დაინტერესებულნი, მათ შორის ეს ეხება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფას“. ლავროვის თქმით, რა სახით და ფორმით შეიძლება მოხდეს შერიგება, ეს მხარეებმა თავად უნდა გადაწყვიტონ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,039 ნახვა