უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულია და შემოდგომაზე მძიმე ბრძოლებია მოსალოდნელი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ შემოდგომაზე. ”მოხსენება ჩვენი ფრონტის ხაზის თითოეულ სექტორზე, ჩვენს შესაძლებლობებზე, ჩვენს მომავალ შესაძლებლობებზე და ჩვენს კონკრეტულ ამოცანებზე: სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულია”, – ციტირებს სააგენტო ზელენსკის.
„ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეიძლება ამ შემოდგომაზე, ყველაფერს, რისი მიღწევაც შეგვიძლია, უნდა მივაღწიოთ“, – დასძინა მან.
Reuters-ის მტკიცებით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, როდესაც ზელენსკიმ აღნიშნა სამხედრო მოქმედებების თვალსაზრისით უახლოეს თვეებში სწრაფი მოქმედების აუცილებლობის შესახებ.
რუსული ძალები რამდენიმე თვის განმავლობაში ნელ-ნელა მიიწევენ ჩრდილოეთით, რათა დაიპყრონ მთელი დონბასის რეგიონი, რომელიც შედგება დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებისგან.