GD Banner
Uncategorized

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა სამი მოადგილე და ერთი სახელმწიფო მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა მისი სამი მოადგილე და ერთი სახელმწიფო მდივანი თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაცია უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ არხზეა გამოქვეყნებული.

ინფორმაციის თანახმად, უმეროვმა თანამდებობიდან გაათავისუფლა სტანისლავ გაიდერა, ალექსანდრე სერჰი და იური ჯიგირა. თანამდებობას დაემშვიდობა აგრეთვე ლუდმილა დარაგანი, რომელიც უწყებაში სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებდა.

გაიდერა თავდაცვის მინისტრის ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს. დანარჩენი გათავისუფლებული ჩინოვნიკების ბედი ჯერ-ჯერობით უცნობია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა