უსახური, უსაქციელო ნაცლობისტები (კელები, კრამერები და ა.შ.) განაგრძობენ დუჟმორეულ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით, ეტყობა, აგენტოკრატიისგან მეტი სარგებელია ამჯერად მათი ყიყინის ინტენსივობიდან გამომდინარე, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე აშშ-ის ყოფილი ელჩის, იან კელის და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ კრამერის განცხადებას, რომელთა თქმითაც, „აშშ-მა მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ თავის ფინანსურ ბერკეტს გამოიყენებს ივანიშვილისა და მისი პარტიის წინააღმდეგ. მტკივნეული, მიზანმიმართული სანქციების დაწესების მუქარა აუცილებელია“.
მისივე თქმით, რადიკალები თავადაც ხედავენ, რომ „კელი-კრამერების” ფასიანი „მოსაზრებები” საქართველოს ელექტორატისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ განაგრძობენ მათ წარმოჩენას, რადგან სხვა მარაზმატიკი ექს-ჩინოსნები ვერ გამონახეს.
„უსახური, უსაქციელო ნაცლობისტები (კელები, კრამერები და ა.შ.) განაგრძობენ დუჟმორეულ განცხადებებს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით, ეტყობა, აგენტოკრატიისგან მეტი სარგებელია ამჯერად მათი ყიყინის ინტენსივობიდან გამომდინარე.
ნაცმიმდევრებშიც აღარავის სჯერა ასეთი ტრაგიკომიკური უცხოელი პერსონაჟების საქართველოსადმი უანგარო „მეგობრობის”.
მათი პატრონები და რევანშისტები თავადაც ხედავენ, რომ „კელი-კრამერების” ფასიანი „მოსაზრებები” საქართველოს ელექტორატისთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ განაგრძობენ მათ წარმოჩენას, რადგან სხვა მარაზმატიკი ექს-ჩინოსნები ვერ გამონახეს“, – წერს გია აბაშიძე.