GD Banner
პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, მუდმივად იქნება მშვიდობა, არ ავყვებით არასდროს არანაირ პროვოკაციას

„ჩვენ ვართ იმის გარანტი ამ ქვეყანაში, რომ სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, მუდმივად იქნება მშვიდობა. არ ავყვებით არასდროს არანაირ პროვოკაციას“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანი გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი თანაგუნდელის და რადას ყოფილი დეპუტატის არტემ დმიტრუკის განცხადებას, რომლის თანახმადაც, 26 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში არის არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის.

„ფაქტობრივად, პირდაპირ ხელს ადებს მოქმედ ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა დღეს ასეთ ტრაგიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მან ხაზი გაუსვა იმასაც, თუ რა სწორ პოლიტიკას ატარებს „ქართული ოცნება“. მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა, „ქართული ოცნების“ პირობებში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა ინარჩუნებს და მუდმივად შეინარჩუნებს იმ უწყვეტ მშვიდობას, რომელიც უკვე 12 წელია, გრძელდება. ჩვენ ვართ იმის გარანტი ამ ქვეყანაში, რომ სანამ ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, მუდმივად იქნება მშვიდობა. არ ავყვებით არასდროს არანაირ პროვოკაციას“, – აცხადებს მაჭავარიანი.

ცნობისთვის, ზელენსკის პარტიის – „ხალხის მსახურის“ – ყოფილმა წევრმა არტემ დმიტრუკმა საკუთარ Youtube-არხზე განაცხადა, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იმსახურებს ხალხის ნდობას და მხარდაჭერას.

„არ გაიმეოროთ ჩვენი შეცდომები. უკრაინის ხელისუფლებამ ჩაითრია ქვეყანა ომში და ანადგურებს მილიონი ადამიანის სიცოცხლეს“, – აღნიშნა დმიტრუკმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,369 ნახვა