GD Banner
უცხოური მედია

ჯორჯიის შტატში, ქიმიურ ქარხანაში გაჩენილი ხანძრის გამო, მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო

ჯორჯიაში, ქალაქ კონიერსში ქარხანა BioLab-ი იწვის. ინფორმაციას Fox 5 ავრცელებს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შტატთაშორისი მაგისტრალი გადაკეტა და ახლომდებარე სახლებიდან ხალხის ევაკუაცია დაიწყო.

როკდეილის ოლქის შერიფის ოფისმა ადგილობრივებს თხოვნით მიმართა, დარჩნენ სახლებში და დახურონ ფანჯრები. სახანძრო სამსახური ცდილობს ადგილზე არსებული ტოქსიკური მასალის გატანას. გარემოს დაცვის სააგენტო კი, არკვევს, რომელი ქიმიური მასალა მოხვდა ატმოსფეროში და რამდენად საშიშია მოსახლეობისთვის. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,793 ნახვა