GD Banner
განათლება

სამართლებლივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება-პროფესორ ლევან იზორიას ავტორობით ახალი სახელმძღვანელო გამოიცა

პროფესორ ლევან იზორიას ავტორობით ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში ახალი სახელმღვანელო, სახელწოდებით “სამართლებლივი და სახელმწიფოებრივი აზროვნება” გამოიცა.

აღნიშნული სახელმძღვანელო წარმოადგენს სამართალმცოდნეობის შესავალს, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტების სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამებში საბაზისო მასალა და საწყისი კურსების სავალდებულო ცოდნის ნაწილია.

სახელმძღვანელო ერთადერთია, რომელშიც გაერთიანებულია ისეთი ზოგადი დისციპლინები როგორებიცაა სამართლის ფილოსოფია, სამართლის თეორია, სახელმწიფოს თეორია, კონსტიტუციური თეორია, რაც ერთობლიობაში გვაძლევს საუნივერსიტეტო სასწავლო დისციპლინის სრულყოფილ შინაარსს. ინტერდისციპლინური მიდგომით, ღრმამეცნიერული ანალიზითა და და ბრწყინვალე გადმოცემის სტილით, ეს წიგნი ორიგინალურია ქართულ იურიდიულ ლიტერატურაში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა