“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატი აჩიკო ბერიძე, ბათუმის დელეგატ აჭარის უმაღლეს საბჭოში – რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, გონიოსა და კვარიათის მოსახლეობას შეხვდა.
დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
აჩიკო ბერიძემ მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრა.
Facebook Comments Box