სალომე ზურაბიშვილის გარეთ გამოშვებულ გვარამიას ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ნიკა გვარამიას საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნა, რომ „რას გამოაცხადებს ცესკო, ვის აინტერესებს? მთავარია, ხალხი რას გრძნობს“ როგორც ნიკოლეიშვილი წერს, ხალხი რომ მხარს უჭერდეს ასეთ ტუტუცობებს არ იტყოდნენ.
“ ჩვენი უცხოელი “მეგობრების” ერთ-ერთი იმედი ნიკა გვარამია არჩევნების ჩატარების “ახალ” მოდელს გვთავაზობს-რა საჭიროა ცესკო და მის მიერ გამოცხადებული შედეგები, მთავარია ხალხი (ჩვენ-ო) რას ვფიქრობთო! ოჰო, როგორც ჩანს, ორის კი არა სამი კურდღლის დაჭერა სურს, სალომე ზურაბიშვილის გარეთ გამოშვებულ გვარამიას-1. ხალხი ჩვენ ვართო; 2. ცესკო რაში გვჭირდება, ამ ინსტიტუტს ხომ ისედაც არ ვენდობითო და 3. მხარს თუ დაგვიჭერთ რევოლუციისთვის მზად ვართო. ახლა კი ამ მავნებელს უნდა შევახსენოთ, რომ უცხოელების მხარდაჭერა გაქვთ, რომელსაც არც ისინი მალავენ და არც თქვენ…მაგრამ ხალხის რა მოგახსენოთ, ხალხი რომ მხარს გიჭერდეთ ასეთ ტუტუცობებს არ იტყოდით…თუმცა საბოლოო პასუხს 26 ოქტომბერს ისევ ხალხისგან მიიღებთ!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში