1 ოქტომბერს გაიმართება დებატები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატებს, რესპუბლიკელ ჯეი დი ვენსსა და დემოკრატ ტიმ უოლზს შორის. დებატები აუდიტორიის გარეშე, ტელეკომპანია CBS News-ის ნიუ-იორკის სტუდიაში ცატარდება.
90-წუთიანი დებატები ადგილობრივი დროით, 9 საათზე დაიწყება და ორი ოთხწუთიანი შესვენების გარდა, ბოლოს, თითოეულ კანდიდატს 2 წუთი მიეცემა დასკვნითი სიტყვისთვის.
კანდიდატების მიკროფონები არ გაითიშება. თუმცა, CBS უფლებას იტოვებს, გამორთოს მიკროფონი წესრიგის დაცვის მიზნით.
თითოეულ კანდიდატს პასუხისთვის 2 წუთი ექნება. მოდერატორის შეხედულებისამებრ, კანდიდატებს მიეცემათ დამატებითი დრო გარკვეულ თემებზე დისკუსიის გასაგრძელებლად.
კენჭისყრის შედეგად, დებატებზე ბოლო სიტყვის წარმოთქმის უფლება ვენსს მიენიჭა.
Facebook Comments Box