GD Banner
პოლიტიკა

დონალდ ტრამპი ზელენსკისა და პუტინთან ურთიერთობაზე – ტანგოს საცეკვაოდ ორი კაცია საჭირო

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის შეხვედრა „ტრამპ თაუერში“ გაიმართა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ასევე კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და თუ მას ნოემბერში პრეზიდენტად აირჩევენ, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ისეთ გეგმის შემუშავება შეუძლია, რომელიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება.

„იმედი მაქვს, უფრო ჩვენთან უდრკარგი ურთიერთობა გექნებათ“ , – განაცხადა ტრამპის გვერდით მდგომმა ზელენსკიმ, რაზეც დონალდ ტრამპის პასუხი ასეთი იყო:

„ტანგოს საცეკვაოდ ორი კაცია საჭირო. ვფიქრობ, დღეს აქ რომ ვართ, ესეც ძალიან კარგი ნიშანია.“

ამასთანავე, ზელენსკისთან შეხვედრიდან გამოსულმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრი რამ გაიგო ამ შეხვედრიდან.

„ბევრი რამ გავიგე. ჩვენ ორივეს გვსურს, რომ ვნახოთ ამ ომის დასასრული და სამართლიანი შეთანხმება“, – განაცხადა ტრამპმა.

„მე ჩემი იდეები მაქვს, პრეზიდენტ ზელენსკის თავისი, მაგრამ მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი“, – აღნიშნა ტრამპმა.

თავის მხრივ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს ომი საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო.

„პუტინმა იმდენი ადამიანი მოკლა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მასზე ზეწოლა მოვახდინოთ ომის შესაწყვეტად. ის ჩვენს ტერიტორიაზეა, ამის გაგება ყველაზე მნიშვნელოვანია. ის არის ჩვენს ტერიტორიაზე“, – ამბობს ზელენსკი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,892,934 ნახვა