GD Banner
პოლიტიკა

„ძალიან ბევრმა მისაყვედურა, რატომ არ ვუთხარი, რომ ვიყავი „ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში“ – ლელა ჯეჯელავა

ანალიტიკოსი და ენმ-ს საარჩევნო სიის წევრი ლელა ჯეჯელავა სოცქსელში წერს:

ძვირფასო მეგობრებო, ძალიან ბევრმა მისაყვედურა რატომ არ ვუთხარი, რომ ვიყავი ერთობა- ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაში. ძალიან მარტივი მიზეზით- გუშინ 17: 45 წუთამდე არაფერი ვიცოდი დაზუსტებით. შემოთავაზება მქონდა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ Tina Bokuchava მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება რევიზიის გარეშე განაპირობა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გზავნილმა 24 სექტემბერს. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ყველაზე რეპრესიული, ,მექანიზმი ანტიკორუფციული ბიუროს სახით აამოქმედა სამოქალაქო მოძრაობა ” აირჩიე ევროპა”ს წინააღმდეგ და მოგვისპო შესაძლებლობა სამოქალაქო აქტივიზმის ფარგლებში გაგვეგრძელებინა ბრძოლა ამ ქვეყნის ევროპული მომავლისათვის, საფიქრალი ბევრიც არ იყო.

გაცხადებული საარჩევნო მიზნების სუბიექტად გამოვცხადდით მოძრაობის ყველა დამფუძნებელი და ჩვენზე გავრცელდა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონის მე3- თავით გათვალისწინებული ყველა შეზღუდვა. როგორც ჩანს, 23 ივლისს შექმნილმა სამოქალაქო მოძრაობამ ისეთი დისკომფორტი შეუქმნა ქართულ ოცნებას, რომ გადაწყვიტა სამაგალითოდ დავესაჯეთ, რომ სამოქალაქო აქტივიზმის სურვილიც არავის დარჩეს ამ ქვეყანაში.

ჩემი პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება ქართული ოცნების არჩევანია. მე მივიღე ეს გამოწვევა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ხელისუფლებამ გააცნობიეროს, რომ დიდი შეცდომა დაუშვა, როდესაც ჩემზე და მოძრაობის სხვა წევრებზე, უსაფუძვლოდ გაავრცელა პოლიტიკური გაერთიანებებისთვის დაწესებული შეზღუდვები 11 ივლისიდან, როცა მოძრაობა ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად რეგისტრირებული.

ძალიან დიდ მადლობას ვუხდი Lagazidze Khatuna ს და ” აირჩიე ევროპა” ს არჩვეულებრივ გუნდს, წინაპრები, ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს , Vado Machavariani , Luka Chokhonelidze, Sekhniashvili Dato , @ Lizsa Kvachadze, Guladi Kantaria და სხვებს, რომელთან ერთად 3 თვის განმავლობაში ბრძოლის ძალიან დასამახსოვრებელი გზა გავიარეთ. მადლობას ვუხდი ჩვენს ყველა მხარდამჭერს და გულშემატკივარს. ძალიან შევეცდები , რომ საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის ახალი პოზიიციდან ყველაფერი გავაკეთო საქართველოს საბოოლოდ გამარჯვებისათვის, იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აღარსოდეს, არავის გაუჩნდეს სურვილი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,011 ნახვა