„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე პარლამენტის წევრის, გივი მიქანაძის ბრიფინგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, სადაც საუბარია იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავშირებული ოპოზიციურ პარტიებთან.
“წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის” – არჩევნების დისკრედიტაციისთვის გამოგონილი, ეს სასაცილო წინადადება ალბათ გახსოვთ… უყურეთ გივი მიქანაძის ბრიფინგს და ნახავთ, რა არის სინამდვილეში წაშლილი ზღვარი! ზღვარი კი არა, ისე არიან ერთმანეთში გადაზელილი ნაცები, მათი სხვა პარტიები, ენჯეოები, ადგილობრივი და საერთაშორისო “დამკვირვებლები”, თავს და ბოლოს ვერ გაარკვევ“-წერს მამუკა მდინარაძე.
Facebook Comments Box