GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე “ოცნების” საარჩევნო ბანერებზე- ჩენ ვახსენებთ საზოგადოებას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერების გარშემო ატეხილი სკანდალი და საბჭოთა სტილთან შედარება სპეკულაციაა.

ქვეყნის პრემიერი აცხადებს, რომ ამით ხალხს მშვიდობის ფასს ახსენებენ.

„რა შედეგები აქვს ომს და რა შედეგები მშვიდობას, ამის შედარება ქართველი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი. უნდა შეგახსენეოთ რა არის ომის ფასი და რა მშვიდობის.

ჩვენ კი არ ვაშინებთ, ეს არის რეალობა, რითაც გვემუქრებოდნენ 2022 წლეს, რითაც გვემუქრებიან დღესაც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქართველოს მეორე ფრონტი ავაცილოთ. გვემუქრებოდნენ ისინი, ვინც გაღიზიანებულია, რომ საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. პოდოლიაკმა და დანილოვმა პირდაპირ მოგვიწოდეს მეორე ფრონტისკენ.

მე მახსოვს, უკრაინელები აქტიურად იყენებდნენ ამ კადრებს სხვადასხვა მიზნებისთვის, მათ შორის, იუმორისტული მიზნებისთვის, მაგრამ ეს სხვა საკითხია. დღეს ჩენ ვახსენებთ საზოგადოებას იმას, თუ რა შედეგები მოჰყვება ომს ზოგადად და რა ავიცილეთ თავიდან ჩვენი ქვეყნისთვის 2022-23 წელს და რა უნდა ავიცილოთ თავიდან ამ საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რაც შეეხება ომისა და მშვიდობის შედარებას, ეს არის პრინციპული იმისთვის, რომ საზოგადოებამ გააკეთოს სწორი არჩევანი, იმიტომ, რომ რაც არის გამოსახული ამ სურათებზე არის ის, რაც თავიდან ავირიდეთ ძალიან დიდი ბრძოლის ფასად. 2022-23 წლებში ჩვენს ქვეყანას ელოდებოდა იგივე ბედის გაზიარება ჩვენ რომ სწორი ნაბიჯები არ გადაგვედგა და იგივეს აპირებენ ვიღაც ვიღაცეები ამ საპარლამენტო არჩევნების შემდეგაც თუ ღმერთმა არ ქნას, საზოგადოებამ მიიღო არასწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,011 ნახვა