სუვერენული საქართველოს არჩევნებში ასე ღიად და თავხედურად აშშ-ის ჩარევა უპრეცედენტოა, თუკი მანამდე იყვნენ ნაცრადიკალების ჩრდილოვანი კონსულტანტები, ახლა დაუფარავად ხდება პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თქმითაც, გარე ძალების მიერ ქართულ არჩევნებში ჩარევა დღეს განსაკუთრებით ინტენსიურია. მისივე თქმით, 2019 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი “არჩევნებში უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ”, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის არჩევნებში ნებისმიერი სახით ჩამრევ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი – ჯარიმასთან ერთად, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა.
მანვე აღნიშნა, რომ მსგავსი რამ აქამდე რომ მიეღო საქართველოს პარლამენტს, ამას შეაფასებდნენ როგორც “რუსული”, “ავტორიტარული” და ა.შ.
„სუვერენული საქართველოს არჩევნებში ასე ღიად და თავხედურად აშშ-ის ჩარევა უპრეცედენტოა, თუკი მანამდე იყვნენ ნაცრადიკალების ჩრდილოვანი კონსულტანტები, ახლა დაუფარავად ხდება პოლიტიკური ისტებლიშმენტიდან. კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის მკვლევარის, დოვ ლევინის ერთ-ერთი ცნობილი ნაშრომის თანახმად, 1945-2000 წლებში, გლობალურად, აშშ 81-ჯერ ჩაერია სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში. სავარაუდოდ, საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ამერიკის უხეშ პირდაპირ ჩარევას ცალკე კვლევებს მიუძღვნიან დასავლელი ექსპერტები. ცნობისთვის, 2019 წელს აშშ-ის კონგრესმა მიიღო კანონი “არჩევნებში უცხოური ჩარევის პრევენციის შესახებ”, რომელშიც აღნიშნულია, რომ ამერიკის არჩევნებში ნებისმიერი სახით ჩამრევ უცხო ქვეყნის მოქალაქეზე გათვალისწინებულია მკაცრი სასჯელი – ჯარიმასთან ერთად, 5-დან 10 წლამდე პატიმრობა. მსგავსი რამ აქამდე რომ მიეღო საქართველოს პარლამენტს, ეს იქნებოდა “რუსული”, “ავტორიტარული” და ა.შ. თუმცა, გვიანი არც მომავალშია“, – წერს გია აბაშიძე.