GD Banner
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი- ასეთი სამარცხვინო, ჩვენი კულტურის და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს! „ღირსებით“ ჯოჯოხეთისკენ!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებს სამარცხვინოს და ტრადიციების შეურაცხმყოფელს უწოდებს.

„ასეთი სამარცხვინო, ასეთი ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიისა და რწმენის შეურაცხმყოფელი არაფერი მინახავს … რა დღეში უნდა იყოთ, რა საცოდავები, რომ კგბს სამჭედლოში დამზადებული პლაკატი თქვენს ხალხს უტიფრად და უნამუსოდ შესთავაზოთ! … “ღირსებით” ჯოჯოხეთისკენ!“,-წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, თბილისში გამოჩნდა პარტია “ქართული ოცნების” საარჩევნო ბანერები წარწერით: “არა ომს, აირჩიე მშვიდობა”. ზოგ ბანერზე მარცხენა მხარეს გამოსახულია უკრაინის დონეცკის ოლქში, დაბომბვის შედეგად განადგურებული ტაძარი, მარჯვნივ კი თბილისის სამების ტაძარი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,587 ნახვა